სტატიები

გინეკოლოგი სოფო ანდღულაძე, რომელიც უკვე 30 წელია სისხლის აქტიური დონორია

მისი სიცოცხლე შენს ხელშია, გადაარჩინე! მოწოდება უბრალო არ არის. უამრავი ადამიანის სიცოცხლეა მართლაც ჩვენს ხელში… ასე გადავარჩინე ერთი, ორი, სამი… ასე იხსნეს ჩემი შვილიც, როცა მას ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა…

მახსოვს, პირველად სისხლი 30 წლის წინ გავიღე. 18 წლის გოგონას მშობიარობის შემდგომი სისხლდენა დაეწყო, სიკვდილს ებრძოდა. იმ დღეს მორიგე ვიყავი და ახალგაზრდა დედას რამდენიმე საათის ინტერვალებით 1 ლიტრი სისხლი გადავუსხი. გადარჩა…

იგივე სცენარი რამდენიმე წელიწადშიც განმეორდა. ამჯერად 16 წლის გოგონა იცლებოდა სისხლისგან. მეორედ მომეცა შანსი, საკუთარი წვლილი შემეტანა კეთილ საქმეში. ასეც მოვიქეცი…

სიკეთე კიდევ გადამდებია და სამყაროში ტრიალებს, ბრუნავს… ეს არც ერთხელ დამვიწყდებია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი შვილის უმძიმესი ავადმყოფობის ფონზე კლინიკაში აღმოვჩნდი, სანიტრის როლი მოვირგე და ჩემის გარდა, სხვის შვილებზეც დავიწყე ზრუნვა. დონორობის პრაქტიკა სწორედ აქ და აქიდან განვაგრძე…

ვფიქრობ, სისხლის უანგარო დონაცია თითოელი მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა. სიცოცხლის გაზიარება ხომ სასიამოვნო და მარტივია!