“დაახლოებით 5-6 წლის წინ, როცა განსაკუთრებულად ბევრი პაციენტი გვყავდა სისხლის საჭიროებით, ჩავთვალე, რომ აუცილებელი იყო ჩემი წვლილი შემეტანა მარაგების შექმნაში და კოლეგებთან ერთად ვეწვიე სისხლის ცენტრს.
მას შემდეგ ყოველთვის, როცა მაქვს შესაძლებლობა, ვარ დონორი. ვთვლი, რომ ეს უპირველესი ნაბიჯია სიცოცხლის გადასარჩენად” – გიორგი ხუციშვილი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი.