თრომბოციტების დონაციას აფერეზის მეთოდი ეწოდება. ეს ავტომატიზირებული პროცედურაა, როდესაც სპეციალური აპარატის დახმარებით მთლიანი სისხლიდან გამოიყოფა მხოლოდ თრომბოციტები, ხოლო სისხლში არსებული სხვა კომპონენტები დონორს უბრუნდება.
თრომბოციტი სისხლის შედედებისთვის აუცილებელი კომპონენტია, ამგვარად მიღებული თრომბოკონცენტრატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც ორგანოების ან ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციისთვის ემზადება.
თრომბოციტების დონაცია სრულიად უსაფრთხო პროცესია, რასაც წინ უძღვის სისხლის საერთო ანალიზი. მთლიანი სისხლისგან განსხვავებით თრომბოციტების დონაცია დასაშვებია ორი კვირის შუალედით.
თრომბოციტების გაცემა ორი კვირის შუალედით არის შესაძლებელი.