სტატიები

მაგული ჩხობაძე – უანგარო დონაცია სრულწლოვნების ასაკიდან

“როცა პირველად მოვხვდი სამედიცინო სფეროში და გამიჩნდა სურვილი პაციენტების დასახმარებლად სისხლის დონორი გავმხდარიყავი, მხოლოდ 13 წლის ვიყავი და, რა თქმა უნდა, ასაკის გამო უარი მითხრეს.

თუმცა, როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, უანგაროდ გავიღე სისხლი და მას შემდეგ აქტიური დონორი ვიყავი მანამ, სანამ კანონმდებლობის შესაბამისად, 65 წლის ასაკში, დონორობა არ ამეკრძალა.

მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ სიყვარული და თანადგომა, ჩავუნერგოთ მზადყოფნა კრიტიკული სიტუაციებისთვის, როცა ჩვენს ქმედებებზე სიცოცხლეა დამოკიდებული” – მაგული ჩხობაძე, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის პათოლოგიური ანატომიის განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი, პროფესორი.