“დონორი ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე ცხადად მახსოვს 2008 წლის აგვისტო. როცა სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა, სისხლის დონაცია იყო მცირედი, რისი გაკეთებაც იმ დროს შეგვეძლო. ამიტომ მორიგეობის დასრულებისთანავე კოლეგებთან ერთად წავედი სისხლის ცენტრში.
სისხლის დონაციისთვის დათმობილ 15 წუთს შეუძლია ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს” – ვალერიან მურადაშვილი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმი, ბავშვთა ქირურგი.